Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა


როგორც თურქეთის მედიასაშუალებები იტყობინებიან, სტამბოლში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. აფეთქება მოხდა ავტობუსის მახლობლად, რომელსაც სამხედრო პირები გადაჰყავდა. ამ ეტაპისათვის ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. აფეთქებას წინ უძღოდა ერაყის საზღვარზე თურქეთის შენაერთების განთავსება. თურქეთის ხელისუფლებამ ერაყის საზღვარზე მას შემდეგ გააგზავნა სამხედრო მოსამსახურეები, რაც ქურთული არალეგალური მუშათა პარტიის წარმომადგენლებმა წინა კვირაში 11 თურქი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს.
XS
SM
MD
LG