Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა


სტამბოლში აფეთქება იმ ავტობუსის მახლობლად მოხდა, რომელსაც სამხედრო პირები გადაჰყავდა
სტამბოლში აფეთქება იმ ავტობუსის მახლობლად მოხდა, რომელსაც სამხედრო პირები გადაჰყავდა
როგორც თურქეთის მედიასაშუალებები იტყობინებიან, სტამბოლში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. აფეთქება მოხდა ავტობუსის მახლობლად, რომელსაც სამხედრო პირები გადაჰყავდა. ჯერჯერობით ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. აფეთქებას წინ უძღოდა ერაყის საზღვარზე თურქეთის შენაერთების განთავსება. თურქეთის ხელისუფლებამ ერაყის საზღვარზე მას შემდეგ გააგზავნა სამხედრო მოსამსახურეები, რაც ქურთული არალეგალური მუშათა პარტიის წარმომადგენლებმა წინა კვირაში 11 თურქი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს.
XS
SM
MD
LG