Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის დროებითი მთავრობა გადატრიალების ახალ მცდელობას მოელის


ყირგიზეთის დროებითი მთავრობა სახელმწიფო გადატრიალების ახალ მცდელობას მოელის. მისი ვიცე-პრემიერის ომურბეკ ტეკებაევის განცხადებით, ქვეყნის მთავრობისთვის ცნობილია ის დესტრუქციული ძალები, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ, თუმცა, ჯერჯერობით ვერავის დააკავებს, რადგან საჯაროდ საუბარია მხოლოდ მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე. კონკრეტული პირები ტეკებაევს არ დაუსახელებია. დღესვე ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ახალი ოფიციალური მონაცემები, რომლის თანახმად, ქვეყნის სამხრეთ ოლქებში ივნისის შუა რიცხვებში მომხდარი ეთნიკური დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 251-მდე გაიზარდა.
XS
SM
MD
LG