Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ში სამდღიან ვიზიტს იწყებს


რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ში სამდღიან ვიზიტს იწყებს სან-ფრანცისკოდან, სადაც დღეს კალიფორნიის შტატის გუბერნატორს არნოლდ შვარცენეგერს შეხვდება. პრეზიდენტების მედვედევის და ობამას ოფიციალური შეხვედრა კი, 24 ივნისს თეთრ სახლში გაიმართება. კრემლის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტები ხელს მოაწერენ ათამდე ერთობლივ განცხადებას, მათ შორის სტრატეგიული სტაბილურობის, ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის და რეგიონული კონფლიქტების შესახებ. რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტამდე აშშ-ის ადმინისტრაციის და ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ობამა-მედვედევის საუბრის თემა საქართველოც იქნება.
XS
SM
MD
LG