Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისის საკრებულო უკვე 2-ჯერ შეიკრიბა


ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ქუთაისის ახალ საკრებულოში ოცდაერთი მანდატი ნაციონალურ მოძრაობას ერგო. ოპოზიციამ ოთხი ადგილი მოიპოვა: სამი – ქრისტიან–დემოკრატებმა, რომლებმაც უკვე ფრაქცია შექმნეს, ერთი კი – ახალმა მემარჯვენეებმა. მამუკა მღვდელაძემ ჯერ არ იცის ოპოზიციურ ფრაქციას შეუერთდება თუ მმართველ პარტიას მარტო გაუწევს ოპონირებას. ის ამბობს, რომ პრინციპული იქნება. ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგით დაკავდება და მოსახლეობას მუდმივად მიაწვდის ინფორმაციას.

ახალმა საკრებულომ ორჯერ შეკრება უკვე მოახერხა. პირველ სხდომაზე დეპუტატებმა თავმჯდომარე აირჩიეს. ეს პოსტი ამირან ხვადაგიანმა დაიკავა, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოსაც ხელმძღვანელობდა. თვითმმართველობის ახალარჩეულ ორგანოში, ამირან ხვადაგიანის გარდა, ნაციონალური მოძრაობის სხვა ძველი სახეებიც არიან წარმოდგენილი.

ამ ეტაპზე საკრებულოში ხუთი მუდმივმოქმედი კომისია და სამი ფრაქციაა შექმნილი.

მეორე სხდომაზე საკრებულომ ქუთაისის მერი დანიშნა. პირველი პირის თანამდებობა გიორგი თევდორაძემ დაიკავა. მას ეს პოსტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდეც ეკავა. გიორგი თევდორაძე თანამოქალაქეებს დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების ბოლომდე მიყვანას და ახალ სამუშაო ადგილებს ჰპირდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქუთაისის ხელმძღვანელობაში არაფერი შეცვლილა. მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები არც მერიისა და საკრებულოს დაბალ საფეხურებზე იგეგმება.
XS
SM
MD
LG