Accessibility links

logo-print

ეუთო თურქეთს მოუწოდებს, პატივი სცეს სიტყვის თავისუფლებას


ეუთომ თურქეთს მოუწოდა, მოხსნას შეზღუდვა ისეთ პოპულარული უებ საიტის, როგორიცაა „იუ თიუბის“ მოხმარებაზე და პატივი სცეს სიტყვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტს. შარშან თურქეთის ხელისუფალთა მიერ 5000-მდე უებ გვერდი გახდა მიუწვდომელი, ან შენელდა მათი მოქმედება. თურქეთმა 2007 წელს მიიღო კანონი, რომელიც ნებას რთავს ხელისუფლებას, შეაჩეროს პორნოგრაფიული და უზნეო უებ გვერდები. ეს კანონი მთვარობას საშუალებას აძლევს გააკონტროლოს ინტერნეტის მოხმარება.
XS
SM
MD
LG