Accessibility links

logo-print

”გაზპრომი” ბელორუსიას 60%-ით უმცირებს გაზის მიწოდებას


რუსეთი ბელორუსიას კიდევ უფრო უმცირებს გაზის მიწოდებას. ”გაზპრომის” ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ დღეიდან ბელორუსიას რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების დღიური მოცულობა 60 პროცენტით შეუმცირდება. რუსეთის განცხადებით, ბელორუსიას ”გაზპრომის” 200 მილიონ დოლარამდე მართებს. ბელარუსმა თავის მხრივ, აცხადებს, რომ გაზის ტრანზიტის საფასურის გათვალისწინებით, რუსეთს მეტი მართებს ბელარუსის. პრეზიდენტმა ლუკაშენკამ გასცა განკარგულება, შეწყდეს მისი ქვეყნის გავლით რუსეთის გაზის ტრანზიტი დასავლეთი ევროპისკენ. რუსეთი აცხადებს, რომ მას შეუძლია, ევროპას გაზი უკრაინის გავლით მიაწოდოს, თუ ბელორუსია ტრანზიტში ხელს შეუშლის.
XS
SM
MD
LG