Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთნიკური უზბეკები ყირგიზეთში ბრუნდებიან


ყირგიზეთის სასაზღვრო უწყების ცნობით, ქვეყანაში 35 ათასი ლტოლვილი დაბრუნდა. ძალადობრივი დაპირისპირების დაწყებიდან დაახლოებით 100 ათასმა უზბეკმა დატოვა ყირგიზეთი. ოფიციალური მონაცემებით, 240 დაიღუპა და ათასობით დაიჭრა 10 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებისას ოშსა და ჯალალაბადში. უზბეკეთიდან ოშში დაბრუნებულმა მინურა ვალიევამ სააგენტო ”როიტერზს” უთხრა: ”ვბრუნდებით სიმწრის გრძნობით აღსავსე. გვეშინია, რომ იგივე არ განმეორდეს. ასეთ რამეს არავის ვუსურვებთ”. ყირგიზეთის დროებითმა ხელისუფლებამ სამშაბათს გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებს ერთი თვით ადრე, სექტემბერში ჩაატარებს იმისათვის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ლეგიტიმური მთავრობა.
XS
SM
MD
LG