Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგადასახდო კოდექსის პროექტის თანახმად სააქციზო გადასახადი იზრდება


საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ახალი საგადასახდო კოდექსის პროექტის თანახმად, რამდენიმე პროდუქტზე საააქციზო გადასახადის დღეს მოქმედი ნორმა იცვლება. პროექტის მიხედვით, შავი და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტი ტონაზე მანამდე მოქმედი 60 ლარის ნაცვლად, 120 ლარით დაიბეგრება. აქციზის გადასახადი ორმაგდება სპირტიან სასმელებზეც, ღვინის გარდა. პროექტის თანახმად, ადგილობრივი და იმპორტირებული 1 ლიტრი არყის სააქციზო გადასახადი 1,50 ლარიდან 3,00 ლარამდე იზრდება; ასევე ორმაგდება ეთილის სპირტის სააქციზო განაკვეთი - 2,60 ლარამდე; სპირტიანი სასმელების აქციზი, რომლებიც მიღებულია ყურძნის ღვინის, ან ჭაჭის დისტილაციით - 4,60 ლარამდე; აქციზი ვისკზე, რომსა და ჯინზე - 5 ლარამდე; ლიქიორსა და ტკბილ ნაყენზე კი - 4,60 ლარამდე.

პროექტის მიხედვით სააქციზო გადასახადით ასევე დაიბეგრება კავშირგაბმულობის სექტორი. ამასთან, სააქციზო განაკვეთი კოდექსში არ არის მითითებული და განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მთავრობას შეუძლია, რომელიც აცხადებს, რომ დასაბეგრი ბაზა 10%-იანი ზღვრული ოდენობის ფარგლებში იქნება. მთავრობა მიიჩნევს, რომ კავშირგაბმულობის კომპანიებს საკმაოდ მაღალი შემოსავალი გააჩნიათ და სახელმწიფოს გარკვეული გადასახადი უნდა გადაუხადონ. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამავე არგუმენტებით ამართლებს მთავრობა უმაღლესი სასწავლებლებისთვი დღგ-ს დაწესებასაც.

ასეა თუ ისე, უკვე დაიწყო საუბრები, რომ კავშირგაბმულობის მომსახურეობის გაძვირება გარდაუვალი იქნება და ეს, პირველ რიგში, მოსახლეობის ხარჯზე მოხდება. საინტერესო ის არის, რომ ეს სიახლე ახალი საგადასახდო კოდექსის მიღებამდე - სავარაუდოდ 1 აგვისტომდე ამოქმედდება. მთავრობას არც მალავას, რომ სოციალური ვალდებულებები აქვს შესასრულებელი და თანხები სჭირდება.

მოკლედ, გამორიცხული არ არის, რომ სატელეფონო მომსახურების ფასები, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის თუ სხვა ზეწოლების გამო ბოლო დროს ნელ-ნელ შემცირდა, ისევ გაიზარდოს. მთავრობაში ამას კატეგორიულად გამორიცხავენ, ექსპერტები და საკომუნიკაციო კომპანიები კი ფასების მატების გარდაუვალობაზე ლაპარაკობენ. თანაც, არა 10%-ით, არამედ გაცილებით მეტით, ვინაიდან ბრუნვაში შედის ყველანაირი გადასახადიც და მოგებაც. შესაბამისად, საკომუნიკაციო კომპანიების გადასახადიც ძალიან მაღალი გამოდის.
XS
SM
MD
LG