Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი განაგრძობს ოფიციალურ ვიზიტს აშშ-ში


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი განაგრძობს ოფიციალურ ვიზიტს აშშ-ში. მედვედევი ამჟამად იმყოფება კალიფორნიაში, სადაც მაღალი ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება და სტენფორდის უნივერსიტეტში ლექციას წაიკითხავს. პრეზიდენტების მედვედევის და ობამას ოფიციალური შეხვედრა ხვალ, ვაშინგტონში გაიმართება. მათი მოლაპარაკების თემატიკაზე ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა მრჩეველმა მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია კვლავ აპირებს რუსეთთან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარშემო არსებული ვითარება განიხილოს. მაკფოლის თქმით, ვაშინგტონის მიზანია მოსკოვი ამ რეგიონებიდან ჯარის გაყვანაში დაარწმუნოს. მან დაადასტურა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედროების ყოფნა ვაშინგტონისა და მოსკოვის ძირითადი უთანხმოების საგნად რჩება. პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ აშშ რეგიონის სტაბილურობით, იქ რუსეთის მოქმედების გამჭვირვალობით და საერთაშორისო მეთვალყურეთა მისიის გაფართოებითაა დაინტერესებული.
XS
SM
MD
LG