Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა დღეს შეხვდება ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალს, რომელსაც მედიაში გამოთქმული შეფასებებისთვის აკრიტიკებენ


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს შეხვდება ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალს, გენერალ სტენლი მაკკრისტალს, რომელსაც მედიაში გამოთქმული შეფასებების გამო აკრიტიკებენ. ობამას განცხადებით, მას სურს თვით გენერალ მაკკრისტალს მოუსმინოს, ვიდრე მის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდეს, რაც გენერლის შესაძლო დათხოვნასაც ითვალისწინებს. ობამას განცხადებით, სტატიაში მაკკრისტალმა და მისმა მრჩევლებმა „არამართებულად ასახეს“ ვითარება. „ჩემი აზრით, ნათელია, რომ სტატიაში, რომელშიც გენერალი მაკკრისტალი და მისი გუნდი არიან წარმოჩენილი, არამართებულად არის ასახული ვითარება. მაგრამ მინდა, ჯერ პირდაპირ მას დაველაპარაკო, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებდე“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. გენერალმა მაკკრისტალმა ბოდიში მოიხადა ჟურნალ "როლინგ სტოუნში" გამოქვეყნებული სტატიისთვის, რომელშიც მისი განცხადებებია მოყვანილი, მათ შორის უარყოფითი შეფასებები აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე და ავღანეთსა და პაკისტანში შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელ რიჩარდ ჰოლბრუკზე.
XS
SM
MD
LG