Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს ამერიკელ გენერალ სტენლი მაკკრისტალს


ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის შეფასებით, გენერალ სტენლი მაკკრისტალის დათხოვნა ხელს შეუშლიდა პროგრესს ომში, რომელიც მეცხრე წელია გრძელდება. დღესვე ქაბულში ავღანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც ნატოს სარდლობით მოქმედი მრავალეროვანი ძალების ხელმძღვანელობას გასულ წელს შეუდგა გენერალი მაკკრისტალი. ვითარების გაუმჯობესების მაგალითად, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის შემცირება სახელდება. მაკკრისტალი ვაშინგტონში გამოიძახეს მას შემდეგ, რაც მან მედიაში კრიტიკული შეფასებების გამოთქვა აშშ-ის ადმინისტრაციის ზოგ წევრზე.
XS
SM
MD
LG