Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიამ შესაძლოა, ორ წელიწადში დაიწყოს ავღანეთიდან ჯარისკაცების გაყვანა


ავსტრალიის თავდაცვის მინისტრ ჯონ ფოლკნერის განცხადებით, ავსტრალია შესაძლოა, ორ წელიწადში შეუდგეს ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანას, თუ მანამდე დაასრულებს ავღანელი ჯარისკაცების გაწვრთნას. მინისტრის თქმით, სამხედრო მისია, რომლის ხანგრძლივობაც, გეგმის მიხედვით, სამიდან ხუთ წლამდეა, შესაძლოა „მეთვალყურეობად“ გარდაიქმნეს. ამ განცხადების ფონია კრიტიკა, რომელიც სულ უფრო ხმამაღლა გამოითქმის ავღანეთში მეცხრე წელი მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მიმართ. ავსტრალიას ამჟამად 1550 ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული ავღანეთში. ბოლო ორი კვირის მანძილზე ხუთი ავსტრალიელი ჯარისკაცი დაიღუპა, რის შედეგადაც 16-მდე გაიზარდა ავღანეთში დაღუპული ავსტრალიელი სამხედროების რიცხვი.
XS
SM
MD
LG