Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სამხედრო პოლიგონზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა


რუსეთში სამხედრო აღჭურვილობის აფეთქების შედეგად სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. დაჭრილების რიცხვი, სხვადასხვა ცნობით, 23-დან 40-მდე მერყეობს. აფეთქება რიაზანის ოლქში მოხდა. როგორც იუწყებიან, დაძველებული სამხედრო აღჭურვილობის უტილიზაციის დროს სამხედრო პოლიგონზე ცეცხლი წაეკიდა დენთით დატვირთულ ორ მანქანას, ორივე აფეთქდა. ინციდენტის ადგილს მოსკოვის სამხედრო ოლქისა და სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლებმა მიაშურეს.
XS
SM
MD
LG