Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის დამხობილი პრეზიდენტი სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს ემიგრაციაში წასვლას


ყირგიზეთის დამხობილი პრეზიდენტი, ყურმანბეკ ბაკიევი სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს ემიგრაციაში წასვლას და აცხადებს, რომ საბოლოოდ ჩამოშორდა პოლიტიკას. ამ საკითხზე ბაკიევმა დღეს, მინსკში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა. ყირგიზეთის დროებითი ხელმძღვანელობა ბაკიევს აკისრებს პასუხისმგებლობას ბოლოდროინდელი ეთნიკური დაპირისპირებისთვის, რომელმაც სამხრეთ ყირგიზეთში მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თავის მხრივ, ბაკიევმა ყირგიზეთის დროებითი მთავარობა გააკრიტიკა იმის გამო, რომ „ეფექტიანად მუშაობის უნარი არ შესწევს“. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ის არ აპირებს ყირგიზეთის პოლიტიკაზე, ან მოახლოებულ რეფერენდუმზე ზეგავლენის მოხდენას.
XS
SM
MD
LG