Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალისტებს აშშ-ისა და ინგლისის გუნდები შეემატნენ


ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ორი მერვედფინალისტი გამოვლინდა: ამერიკის შეერთებული შტატები და ინგლისი. C ჯგუფის ბოლო ორ მატჩში, აშშ-ის ეროვნულმა ნაკრებმა ალჟირის გუნდი დაამარცხა - 1:0, ამავე ანგარიშით გაიმარჯვა ინგლისის გუნდმა სლოვენიის ნაკრებთან შეხვედრაში. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე ჩემპიონატზე დღეს ორი მატჩი გაიმართება D ჯგუფშიც: ავსტრალია - სერბია და გერმანია - განა.
XS
SM
MD
LG