Accessibility links

ყირგიზეთის განცხადებით, ქვეყანაში 58 000 ლტოლვილი დაბრუნდა


ყირგიზეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში დაბრუნდა 58 000 ლტოლვილი - ხალხი, რომელიც ყირგიზეთიდან ეთნიკური შეტაკებების გამო გაიქცა. ვარაუდობენ, რომ სამხრეთ ყირგიზეთში 10 ივნისს დაწყებული ეთნიკური დაპირისპირების გამო მეზობელ უზბეკეთს სულ 100 000-მდე ეთნიკურმა უზბეკმა მიაშურა. ოფიციალური მონაცემებით, შეტაკებების შედეგად, სულ ცოტა, 240 ადამიანი დაიღუპა და ათასობით ადამიანი დაშავდა.
XS
SM
MD
LG