Accessibility links

ავღანეთში სამხედრო მისიის სარდლის პოსტიდან გაათავისუფლეს გენერალი მაკკრისტალი, მას გენერალი პეტრეუსი შეცვლის


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ დათანხმდა გენერალ სტენლი მაკკრისტალის გადადგომას ავღანეთში სამხედრო მისიის სარდლის პოსტიდან და ამ თანამდებობაზე გენერალი დევიდ პეტრეუსი - შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური დანიშნა. მანამდე ობამა თეთრ სახლში შეხვდა გენერალ მაკკრისტალს, რომელმაც კრიტიკა დაიმსახურა მედიაში გამოთქმული შეფასებების გამო. პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრამდე, მაკკრისტალი პენტაგონში ესაუბრა თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსს, ადმირალ მაიკ მალენს. მაკკრისტალს ბოდიში აქვს მოხდილი ჟურნალ „როლინგ სტოუნში“ გამოქვეყნებული სტატიისთვის, რომელშიც მისი განცხადებებია მოყვანილი, მათ შორის უარყოფითი შეფასება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მისამართით.
XS
SM
MD
LG