Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკკრისტალი მიდის, მის ადგილს პეტრეუსი დაიკავებს


გენერალი მაკკრისტალი
გენერალი მაკკრისტალი
გენერალი მაკკრისტალი ავღანეთში სამხედრო მისიის სარდლის პოსტიდან გაათავისუფლეს, მას გენერალი პეტრეუსი შეცვლის. აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ის დათანხმდა გენერალ სტენლი მაკკრისტალის გადადგომას ავღანეთში სამხედრო მისიის სარდლის პოსტიდან და ამ თანამდებობაზე შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი დევიდ პეტრეუსი დანიშნა. მანამდე ობამა თეთრ სახლში შეხვდა გენერალ მაკკრისტალს, რომელმაც კრიტიკა დაიმსახურა მედიაში გამოთქმული შეფასებების გამო. პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრამდე მაკკრისტლი პენტაგონში ესაუბრა თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსს, ადმირალ მაიკ მალენს. მაკკრისტალს ბოდიში აქვს მოხდილი ჟურნალ „როლინგ სტოუნში“ გამოქვეყნებული სტატიისთვის, რომელშიც მისი განცხადებებია მოყვანილი, მათ შორის უარყოფითი შეფასება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მისამართით.
XS
SM
MD
LG