Accessibility links

იაკობაშვილი ქართველთა სახლების ნგრევას "ეთნიკურ წმენდად“ აფასებს


საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ოჩამჩირედან სოხუმამდე ქართველი მოსახლეობის დამწვარი სახლების დანგრევის შესახებ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის განკარგულებას "ეთნიკური წმენდისაკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად" აფასებს. რამდენიმე საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა ცნობა, რომ სერგეი ბაღაფშის განკარგულებით, ოჩამჩირედან სოხუმამდე ქართველი მოსახლეობის დამწვარი სახლები დაინგრევა. როგორც 24 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას იაკობაშვილმა განაცხადა, "აღნიშნული ფაქტი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს".
XS
SM
MD
LG