Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია


საქართველოს დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ შპინდელეგერი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ შპინდელეგერი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პრემიერ მინისტრთან, ნიკა გილაურთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, გრიგოლ ვაშაძესთან და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ შპინდელეგერი მონაწილეობას მიიღებს ქართულ-ავსტრიულ ბიზნეს-ფორუმში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში საკმაოდ წარმომადგენლობით ბიზნესმენთა ჯგუფთან ერთად ჩამოდის.

XS
SM
MD
LG