Accessibility links

logo-print

ნატოს თანახმად, ავღანეთში მისი სტრატეგია არ შეიცვლება


ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ალიანსის სტრატეგია ავღანეთში არ შესუსტდება მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მაღალი რანგის გენერალი ამ ქვეყანაში, გადადგა. რასმუსენმა, ნატოს შტაბბინაში, ბრიუსელში, 23 ივნისს თქვა, რომ ამერიკელი გენერლის, სტენლი მაკკრისტალის სტრატეგია სწორი იყო. მაკკრისტალი გადადგა ოთხშაბათს მას მერე, რაც აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიმართ ამერიკული ჟურნალის გვერდებზე დამამცირებელი შეფასებები გამოთქვა.

XS
SM
MD
LG