Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელებული ცნობებით, საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი


დღეს კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა საქართველოს მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების თემაზე გასულ საღამოს გამართული კონსულტაციისას, ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ვახტანგ ლეჟავას კანდიდატურა დაასახელეს. თავად ლეჟავა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ინტერპრესნიუსი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ასევე იუწყება, რომ რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე დავით ტყეშელაშვილს სავარაუდოდ გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ნიკოლაიშვილი შეცვლის, ტყეშელაშვილი კი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნება. საქართველოს მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ სააგენტო ”პირველის” შეკითხვა დღეს უპასუხოდ დატოვა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა.
XS
SM
MD
LG