Accessibility links

logo-print

ყირგიზეთში უკან დაბრუნდა 70 ათასი დევნილი


ყირგიზეთის ოფიციალური ცნობით, 70 ათასი დევნილი უკან დაბრუნდა ქვეყანაში. მათ ყირგიზეთი დატოვეს ამ თვის დასაწყისში ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი არეულობის პერიოდში. სავარაუდოდ, 100 ათასმა ეთნიკურმა უზბეკმა მიატოვა საცხოვრებელი სამხრეთ ყირგიზეთში, ქალაქებში, ოშშსა და ჯალალაბადში, 10 ივნისს დაწყებული ძალადობის დროს. ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაიღუპა შეტაკებებისას.
XS
SM
MD
LG