Accessibility links

logo-print

ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონი, იტალიის ნაკრები, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ჩემპიონატს გამოეთიშა


დღეს სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე, F ჯგუფში სლოვაკეთის გუნდმა 3:2 დაამარცხა იტალიის ნაკრები, რის შედეგადაც იტალია, რომელიც წინა, 2006 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულია, ტურნირს გამოეთიშა. ამავე ჯგუფში ერთმანეთს შეხვდნენ პარაგვაისა და ახალი ზელანდიის გუნდები. მატჩი დასრულდა ფრედ, 0:0. შესაბამისად, F ჯგუფიდან მერვედფინალში გავიდნენ პარაგვაისა და სლოვაკეთის გუნდები. დღეს იმართება კიდევ ორი შეხვედრა - E ჯგუფის ბოლო ორი მატჩი, ჰოლანდია - კამერუნი და იაპონია-დანია. ამ ჯგუფიდან ჰოლანდია უკვე გასულია შემდეგ ეტაპზე, დანიას გამარჯვება სჭირდება, იაპონიას ფრეც ჰყოფნის.
XS
SM
MD
LG