Accessibility links

logo-print

საბერძნეთის სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროში მოწყობილმა აფეთქებამ ერთი ადამიანი შეიწირა


საბერძნეთის პოლიციის ცნობით, სამოქალაქო თავდაცვის სამნისტროს ათენის შენობაში აფეთქების შედეგად დაცვის სამსახურის უფროსი დაიღუპა. პოლიციის ცნობით, აფეთქება, რომელიც პაკეტში გახვეულმა მოწყობილობამ გამოიწვია, მინისტრის კაბინეტიდან სულ რამდენიმე მეტრში მოხდა. მინისტრს არაფერი დაშავებია მიუხედავად იმისა, რომ კაბინეტში იყო. ჯერ არავის უკისრია პასუხისმგებლობა აფეთქებისთვის, რომელსაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გიორგიოს პაპანდრეუმ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა.
XS
SM
MD
LG