Accessibility links

logo-print

ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგი მერვედფინალისტები გამოვლინდნენ


სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე, F ჯგუფში სლოვაკეთის გუნდმა ანგარიშით 3:2 დაამარცხა იტალიის ნაკრები, რის შედეგადაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი - იტალია - ტურნირს გამოეთიშა. ამავე ჯგუფში პარაგვაისა და ახალი ზელანდიის გუნდების მატჩი დასრულდა ფრედ - 0:0. შესაბამისად, F ჯგუფიდან მერვედფინალში გავიდნენ პარაგვაისა და სლოვაკეთის გუნდები. ხუთშაბათს გაიმართა E ჯგუფის ბოლო ორი მატჩიც: ჰოლანდია - კამერუნი 2:1, იაპონია - დანია 3:1. ამ ჯგუფიდან მერვედფინალში გავიდნენ ჰოლანდიისა და იაპონიის გუნდები.
XS
SM
MD
LG