Accessibility links

logo-print

აშშ-ის უმაღლესი რანგის სამხედრო პირი მხარს უჭერს გადაწყვეტილებას ავღანეთში ახალი სარდლის დანიშვნის შესახებ


აშშ-ის უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიციალური პირი, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსი, ადმირალი მაიკ მალენი აცხადებს, რომ მხარს უჭერს პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას ავღანეთში ახალი სამხედრო სარდლის დანიშვნის შესახებ. მალენი, მისივე განცხადებით, რთულ პერიოდს მოელის, მაგრამ ფიქრობს, რომ ობამას სტრატეგია სწორ გზაზე დგას. მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ალიანსის სტრატეგია ავღანეთში არ შესუსტდება მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ძალების სარდლის პოსტიდან გადააყენეს გენერალი სტენლი მაკკრისტალი. მაკკრისტალი გუშინ გადადგა მას შემდეგ, რაც კრიტიკა დაიმსახურა მედიაში გამოთქმული შეფასებების გამო.
XS
SM
MD
LG