Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი არ აპირებს ავღანეთიდან ჯარის ნაადრევად გამოყვანას


ავსტრალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ჯულია გილარდმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან პირველი სატელეფონო საუბრისას მან ბარაკ ობამას დაუდასტურა, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ავსტრალია უცვლელად შეასრულებს ავღანეთში აღებულ სამხედრო ვალდებულებას. ზოგიერთი მიმომხილველი აცხადებდა, რომ ავსტრალიის ახალი პრემიერ-მინისტრი ავღანეთიდან ავსტრალიელი სამხედროების ვადამდე გამოყვანას შეეცდებოდა, რადგან ავღანეთის ოპერაცია ნაკლებად პოპულარული ხდება ავსტრალიელებს შორის. ავღანეთში 1550 ავსტრალიელი სამხედრო მსახურობს.
XS
SM
MD
LG