Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო - ყირგიზეთში არსებობს ძალადობის მორიგი ტალღის შიში


გაეროს მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ყირგიზეთში დაძაბულობა ნარჩუნდება. გაეროს უშიშროების საბჭოში გენერალური მდივნის თანაშემწემ - ოსკარ ფერნანდეს-ტარანკომ დახურული ბრიფინგი გამართა, რომელზეც აღუნიშნავს, რომ ოშსა და ჯალალაბადში ვითარების შედარებით დამშვიდების ფონზე, არსებობს ძალადობის მორიგი ტალღის შიში. ”როიტერზის” ცნობით, გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ ყირგიზეთში კრიზისი ქვეყნის საშინაო საქმეა და ყირგიზეთის მთავრობას მოუწევს მისი მოგვარება.
XS
SM
MD
LG