Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადა ”დიდი რვიანისა” და ”დიდი ოცეულის” სამიტებს მასპინძლობს


მსოფლიო ლიდერები კანადაში ეკონომიკის საკითხებზე მოსალაპარაკებლად იკრიბებიან. მოელიან, რომ აშშ ეკონომიკის სტიმულირების გაგრძელების შესახებ არგუმენტებს წარმოადგენს, მაშინ, როცა ევროპის არაერთი ქვეყანა გადასახადებსა და მოგებას ამცირებს საბიუჯეტო დეფიციტის მოსათოკად. აზრთა სხვაობაა საბანკო რეფორმის საკითხზე. ტორონტოში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. იქ შაბათ-კვირას ”დიდი ოცეულის” სამიტი იმართება. პოლიციამ დააკავა კაცი, რომლის მანქანაშიც საეჭვო მასალები აღმოაჩინეს. დღეს კი ტორონტოდან 200 კილომეტრში ”დიდი რვიანი” იკრიბება.
XS
SM
MD
LG