Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიგა პაიჭაძე


25 ივნისს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ბლოგერი გია პაიჭაძე. 24-26 ივნისს, კვარიათში ბლოგინგის განვითარების საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებითა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მხარდაჭერით ქართული ბლოგინგის დღეები მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას იღებენ საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე წამყვანი ბლოგერები. როგორც გიგა პაიჭაძე ამბობს, ბლოგინგის დღეების მიზანია ბლოგინგის პოპულარიზაცია და იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რითაც ბლოგერები უნდა ხასიათდებოდნენ: ”საქართველოში დღესდღეობით 700-მდე ბლოგი ფუნქციონირებს, მათ შორის რამდენიმე საკმაოდ ცნობილი ბლოგია და ისინი მომხმარებელთა განსაკუთრებული სიმრავლითაც გამოირჩევიან. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში ბლოგინგი ჯერჯერობით მხოლოდ ერთგვარი ჰობის დონეზე დგას, თუმცა, საზღვარგარეთ, წამყვანი ბლოგერები ამ საქმიანობით სოლიდურ შემოსავალსაც იღებენ”, - ამბობს გიგა პაიჭაძე. მისივე თქმით, ქართველი ბლოგერებისათვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას ენობრივი ბარიერი წარმოადგენს. ის ამბობს, რომ ქართველმა ბლოგერებმა უნდა მოახერხონ აღნიშნული ბარიერის გარღვევა, წერონ უცხო ენაზე, რათა თავიანთი სიტყვა საზღვარგარეთაც გაიტანონ.
ნინო თარხნიშვილი
XS
SM
MD
LG