Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისადმი თბილისის პოზიცია უცვლელია


საქართველოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისადმი პოზიცია არ შეუცვლია. ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის ზურაბ ალავიძის განცხადებით, თბილისის მოთხოვნები უცვლელია და თუ მოსკოვი რამდენიმე პირობის შესრულებას, მათ შორის საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივ კონტროლს არ დათანხმდება, საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს. ვაშინგტონში პრეზიდენტ მედვედევთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში აუცილებლად უნდა გაწევრიანდეს და ამ მიზნით ვაშინგტონი მოსკოვს ყოველმხრივ დახმარებას გაუწევს. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ ზურაბ ალავიძემ სააგენტო GHN-თან საუბრისას აღნიშნა, რომ თბილისის პოზიციასა და მოთხოვნებზე აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები არ იმოქმედებს.
XS
SM
MD
LG