Accessibility links

logo-print

აშშ მოუწოდებს რუსეთს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაასრულოს


აშშ კვლავ მოუწოდებს რუსეთს, საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია დაასრულოს - ნათქვამია პრეზიდენტების ობამას და მედვედევის შეხვედრის შემდეგ, თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ვაშინგტონი ადასტურებს, რომ საქართველო მოსკოვთან სერიოზული უთანხმოების საგნად რჩება. თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია მუშაობს რუსეთის მთავრობასთან, რათა რეგიონში შემდგომი სამხედრო ესკალაცია აღიკვეთოს. “ჩვენ განვაგრძობთ ზეწოლას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის გასაძლიერებლად და საქართველოს ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლების დასაბრუნებლად“ - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველო-რუსეთს შორის ნდობის აღდგენისკენ მიმართულ მოქმედებებად აფასებს საზღვრის ზემო ლარსის მონაკვეთის გახსნას და ჩარტერული ავიამიმოსვლის განახლებას.
XS
SM
MD
LG