Accessibility links

საქართველოს მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებებია


საქართველოს მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებებია. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გარდაიქმნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდ და მას ვერა ქობალია უხელმძღვანელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე დავით ტყეშელაშვილი გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა შეცვალა. ტყეშელაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა, მის მოადგილედ კი - რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტი ირმა ნადირაშვილი. კულტურის სამინისტროს გაემიჯნება ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტი, რომელიც სამინისტროდ ჩამოყალიბდება და მას შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი უხელმძღვანელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია სახელმწიფო დაცვის სამსახურს ჩაიბარებს. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრის ახალ მოადგილედ თორნიკე გორდაძე დაინიშნა.
XS
SM
MD
LG