Accessibility links

ნობელის პრემიის ლაურეატი ელი ვიზელი იწყებს კამპანიას ციხიდან ხოდორკოვსკის გასათავისუფლებლად


მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ელი ვიზელი იწყებს საერთაშორისო კამპანიას, რომლის მიზანიცაა რუსეთში დაპატიმრებული ყოფილი მაგნატის, მიხაილ ხოდორკოვკის გათავისუფლება. ვიზელი აცხადებს, რომ ხოდორკოვსკი, რომელიც რვაწლიან პატიმრობას იხდის გადასახადების გადაუხდელობაში ბრალდების გამო, „პოლიტიკური პატიმარია“. ვიზელმა ნიუ-იორკში შეკრიბა 30-მდე ცნობილი ამერიკელი მოღვაწე იმაზე მოსალაპარაკებლად, თუ როგორ განხორციელდეს მოსკოვზე ზეწოლა, ხოდორკოვსკის გათავისუფლებაზე მის დასაყოლიებლად. ხოდორკოვსკის დამატებით 22 წლით პატიმრობა ემუქრება 25 მილარდი დოლარის ნავთობის მითვისებაში ბრალდების საფუძველზე. ხოდორკოვსკის ბედზე მოსალაპარაკებლად ვაშინგტონში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე ერთი დღით ადრე შეიკრიბნენ.
XS
SM
MD
LG