Accessibility links

logo-print

ორი კორეა ომის დაწყების 60-ე წლისთავის აღნიშნავს


სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი მიუნ-ბაკი განცხადებაში, რომელიც კორეის ომის დაწყების მე-60 წლისთავთან დაკავშირებით გაკეთდა, ჩრდილოეთს მოუწოდებს, ბოლო მოუღოს „უპასუხისმგებლო სამხედრო პროვოკაციებს“. სეულში გამართულ ცერემონიაზე, პრეზიდენტმა სამხრეთ კორეის საბოლოო მიზნად დაასახელა „არა სამხედრო კონფრონტაცია, არამედ მშვიდობიანი გაერთიანება“. იქვე ლიმ ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა, ბოდიში მოიხადოს მარტში სამხრეთ კორეის სამხედრო გემის ჩაძირვის გამო. ინციდენტმა 46 მეზღვაურის სიცოცხლე შეიწირა. ფხენიანი უარყოფს გემის ჩაძირვის შესახებ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG