Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს ბრაზილიისა და პორტუგალიის გუნდების შეხვედრა იმართება


ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს G და H ჯგუფების ბოლო მატჩები იმართება. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს G ჯგუფში შემავალი პორტუგალიისა და ბრაზილიის გუნდების შეხვედრა, რომელიც, თბილისის დროით, 18 საათზე იწყება. მის პარალელურად გაიმართება ჩრდილოეთ კორეისა და სპილოს ძვლის ნაპირის ეროვნული გუნდების მატჩი. მოგვიანებით, H ჯგუფის ბოლო ორ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ჩილე და ესპანეთი, აგრეთვე შვეიცარია და ჰონდურასი.
XS
SM
MD
LG