Accessibility links

logo-print

საბერძნეთში მიმდინარეობს გამოძიება სამინისტროში მოწყობილ აფეთქებასთან დაკავშირებით


საბერძნეთის პოლიცია აწარმოებს გამოძიებას იმის დასადგენად, თუ როგორ მოხდა, რომ პაკეტში გახვეული ბომბი ვერ აღმოაჩინეს საზოგადოებრივი წესრიგის სამინისტროს შესასვლელში შემოწმებისას, რასაც ბომბის აფეთქება მოჰყვა. აფეთქება ათენში ხუთშაბათს მოხდა და მინისტრ მიხალის ხრისოჰოიდისის მრჩევლის სიცოცხლე შეიწირა. თვით მინისტრი, რომელსაც კონტრეტრორისტულ ზომებზე პასუხისმგებლობა ეკისრება, არ დაშავებულა. საზოგადოებრივი წესრიგის სამინისტროში საბერძნეთის რამდენიმე, უმაღლესი რანგის პოლიციელის, აგრეთვე ანტიტერორისტული შენაერთისა და დაზვერვის სამსახურის ოფისები მდებარეობს. პრემიერ-მინისტრმა გიორგიოს პაპანდრეუმ აფეთქებას „ტერორისტული“ აქტი უწოდა.
XS
SM
MD
LG