Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალისტებს ბრაზილიისა და პორტუგალიის გუნდები დაემატნენ


ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე G ჯგუფის ორი მატჩი გაიმართა. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა პორტუგალიისა და ბრაზილიის გუნდების შეხვედრა. ის ფრედ, 0:0 დასრულდა, რის შედეგადაც ორივე გუნდი ნახევარფინალში გავიდა. ამ მატჩის პარალელურად გამართულ შეხვედრაში, სპილოს ძვლის ნაპირის ნაკრებმა დაამარცხა ჩრდილოეთ კორეის გუნდი, 3:0. დღეს H ჯგუფის ბოლო ორი მატჩშიც გაიმართება: ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ჩილე და ესპანეთი, აგრეთვე შვეიცარია და ჰონდურასი.
XS
SM
MD
LG