Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადაში „დიდი რვიანის“ სამიტი დაიწყო


მსოფლიოს რვა წამყვანი სახელმწიფოს ლიდერები დღეს კანადაში შეიკრიბნენ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და გლობალურ განვითარებაზე მოსალაპარაკებლად. „დიდი რვიანის“ სამიტი ტორონტოს ჩრდილოეთით, 200-მდე კილომეტრში მდებარე კურორტ ჰანტსვილში იმართება. შაბათ-კვირას კი ტორონტოში შეიკრიბება უფრო ფართო წრე, „დიდი ოცეული“. შეერთებული შტატები მთავრობებს მოუწოდებს, ნუ შეკვეცენ ხარჯებს, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის დაძლევის სტიმულირებას ემახურება. ევროპის არაერთი ქვეყანა კი გადასახადებსა და მოგებას ამცირებს საბიუჯეტო დეფიციტის მოსათოკად. აზრთა სხვაობაა საბანკო რეფორმის საკითხზეც. ტორონტოში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. პოლიციამ ხუთშაბათს დააკავა მამაკაცი, რომლის მანქანაშიც საეჭვო მასალები აღმოაჩინეს.
XS
SM
MD
LG