Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ივლისის დასაწყისში საქართველოს ეწვევა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, 2 ივლისს მოგზაურობას დაიწყებს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ქვეყნებში. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, კლინტონის მოგზაურობის მიზანია, ორმხრივ ურთიერთობების გაძლიერება. სახელმწიფო მდივანი ჯერ ჩავა უკრაინაში და პოლონეთში, შემდეგ კი ეწვევა აზერბაიჯანს, სომხეთს და საქართველოს, სადაც მთავრობების წარმომადგენელებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შეხვდება. კლინტონი, გარდა ორმხრივი მოლაპარაკებებისა, მასპინძლებთან ერთად რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებს განიხილავს.ჰილარი კლინტონის მოგზაურობის შესახებ განცხადება გააკეთა თეთრმა სახლმა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ფილიპ კროულიმ, სხვათა შორის, აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში. კროულიმ თქვა, გულისყურით ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოუგვარებელი ვითარებისთვის თვალის მიდევნებას და დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო მდივნის იქ სტუმრობა საგრძნობი გამოვლენა იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენი უცვლელი მხარდაჭერისაო.
XS
SM
MD
LG