Accessibility links

მერვედფინალში გავიდნენ ესპანეთის და ჩილეს ნაკრებებიც


ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს ორ-ორი მატჩი გაიმართა G და H ჯგუფებში. პორტუგალიისა და ბრაზილიის გუნდების შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა, რის შედეგადაც ორივე გუნდი მერვედფინალში გავიდა. ამ მატჩის პარალელურად გამართულ შეხვედრაში, სპილოს ძვლის ნაპირის ნაკრებმა დაამარცხა ჩრდილოეთ კორეის გუნდი, 3:0. დღესვე, H ჯგუფში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჩილე და ესპანეთი. გაიმარჯვეს ესპანელმა ფეხბურთელებმა, ანგარიშით, 2:1. ფრედ დასრულდა შვეიცარიისა და ჰონდურასის ნაკრებების შეხვედრა. H ჯგუფიდან მერვედფინალში გავიდნენ ესპანეთის და ჩილეს ნაკრებები.
XS
SM
MD
LG