Accessibility links

"დიდი რვიანის" შეხვედრაზე ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე იმსჯელებენ


"დიდი რვიანის" წევრი ქვეყნების ლიდერები კანადაში, ტორონტოს სიახლოვეს მდებარე კურორტზე განაგრძობენ შეხვედრებს. მთავარ განსახილველ თემებს შორის იქნება ირანი და ჩრდილოეთი კორეა, ვინაიდან მეორე დღის პროგრამის სათავეში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებია მოქცეული. პარასკევს ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოს რვა წამყვანი ქვეყნის ლიდერებმა გლობალურ ეკონომიკაზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მასტიმულირებელი პროგრამების დაფინანსებას. დღეს, მოგვიანებით, "დიდი რვიანის" წარმომადგენლები შეუერთდებიან ეკონომიკის განვითარების პროცესში მყოფი, მნიშვნელოვანი ქვეყნების ლიდერებს, რის შემდეგაც ტორონტოში დაიწყება „დიდ ოცეულად“ ცნობილი ჯგუფის ორდღიანი სამიტი. სამიტის ძირითადი სესია კვირას გაიმართება და გლობალური ეკონომიკის საკითხებს მიეძღვნება.
XS
SM
MD
LG