Accessibility links

ყირგიზეთში გამომძიებლებმა ძალადობის შედეგად დაღუპულთა გვამების ექსჰუმაცია დაიწყეს


ყირგიზეთის სამხრეთში გამომძიებლებმა დაიწყეს ახლახან მომხდარი ეთნიკური ძალადობის მსხვერპლთა გვამების ექსჰუმაცია. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ბაკიტ ალუნბაევმა, დღეს განაცხადა, რომ ექსჰუმაცია აუცილებელია გამოძიების სრულყოფილად ჩატარებისა და კომპენსაციების გაცემის მიზნით. მსხვერპლთა დიდი ნაწილი ამოცნობილი არ არის, რადგან, მუსულმანური წესის თანახმად, ისინი სწრაფად დაკრძალეს.
XS
SM
MD
LG