Accessibility links

logo-print

დაღესტანში მოკლეს მეამბოხეთა ერთ-ერთი ლიდერი


რუსეთის უშიშროების ძალები აცხადებენ, რომ დაღესტანში ექსტრემისტების ლიდერი მოკლეს. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, მაგომედ ისმაილოვის სიტყვებს, რომელთა თანახმად, სპეციალური ოპერაციის შედეგად მოკლეს ექსტრემისტების ლიდერი, ჯამალუდინ ჯავათოვი. ჯავათოვი რაიონში მოქმედ ექსტრემისტულ დაჯგუფებას ედგა სათავეში. უშიშროების სტრუქტურების წარმომადგენელთა წინააღმდეგ თავდასხმების გამო, მისი სახელი შეტანილი იყო ქვეყნის მასშტაბით ძებნილ პირთა სიაში.
XS
SM
MD
LG