Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთმა პაკისტანისკენ მიმავალი, იარაღით დატვირთული გემი დააკავა


ინდოეთის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დააკავეს პაკისტანისკენ მიმავალი გემი, რომელსაც იარაღის „უზარმაზარი რაოდენობა“ მიჰქონდა. პოლიციის ინფორმაციით, ხომალდი პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩისკენ მიემართებოდა, და ის პარასკევს, გაჟონილი ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. დასავლეთ ბენგალის პოლიციის გენერლის, ბჰუპინდერ სინგჰის თქმით, „ინდოეთის სანაპიროს დაცვისა და საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა მიაგნეს ასაფეთქებელი ნივთიერებების, ნაღმსატყორცნების, საჰაერო თავდაცვის იარაღის და ბომბების ორ კონტეინერში ჩალაგებულ უზარმაზარ რაოდენობას.“ გემის კაპიტანს დაკითხვა უტარდება.
XS
SM
MD
LG