Accessibility links

დიდი რვიანის წევრებმა ჩრდილოეთ კორეის და ირანის შესახებ იმსჯელეს


დიდი რვიანის წევრმა ქვეყნებმა დაგმეს ახლახან გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთმა კორეამ სამხრეთ კორეის საბრძოლო გემი ჩაძირა - და ირანს მოუწოდეს მეტი გააკეთოს ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში. დღეს გავრცელებული განცხადების პროექტის თანახმად, შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, კანადის, იაპონიისა და რუსეთის წარმომადგენლები თვლიან, რომ ღაზაში ამჟამად არსებული დაძაბულობის უცვლელად შენარჩუნება დაუშვებელია. ლიდერებმა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის ხუთწლიანი გეგმის პროექტიც შეათანხმეს. განცხადება გამოქვეყნდა კანადაში, კურორტ ჰუნტსვილში გამართული შეხვედრის ბოლოს. ახლა მუშაობას უფრო დიდი ჯგუფი - დიდი ოცეული - იწყებს ტორონტოში. პარასკევს დიდი რვიანის ლიდერებმა გლობალურ ეკონომიკაზე ილაპარაკეს და შეთანხმდენ, რომ გააგრძელებენ მასტიმულირებელი პროგრამების დაფინანსებას.
XS
SM
MD
LG