Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში აფრიკაც წარმოდგენილი იქნება


მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე, სამხრეთ აფრიკაში, განის ეროვნულმა გუნდმა დამატებით დროში, ანგარიშით 2:1 დაამარცხა აშშ-ის ნაკრები (ამ მერვედფინალური მატჩის ძირითადი დრო დამთავრდა ფრედ - 1:1). მეოთხედფინალში განელთა მეტოქე იქნება ურუგვის ნაკრები, რომელმაც ამავე ანგარიშით (2:1) სძლია სამხრეთკორეელებს. კვირას გაიმართება კიდევ ორი მერვედფინალური მატჩი: ინგლისი - გერმანია და არგენტინა - მექსიკა.
XS
SM
MD
LG