Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა ლიტვის პირველი პრეზიდენტი ალგირდას ბრაზაუსკასი


78 წლის ასაკში, ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა ლიტვის პირველი პრეზიდენტი ალგირდას ბრაზაუსკასი. საბჭოთა კავშირის დაშლისა და ამ ქვეყნის შემადგენლობიდან ლიტვის გასვლის შემდეგ, ბრაზაუსკასმა პოლიტიკური მოღვაწეობა განაგრძო. 1992 წელს ის ლიტვის პარლამენტის - სეიმის თავმჯდომარედ აირჩიეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ ბრაზაუსკასმა პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. 2001-დან 2006 წლამდე ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა.
XS
SM
MD
LG